UDP Amplification – გაძლიერების ფაქტორი სხვადასხვა პროტოკოლისთვის

Amplification (“გაძლიერება”) შეტევა დღესდღეობით DDoS-ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია და უმსხვილესი DDoS შემთხვევები სწორედ ასეთი იყო. ამ შეტევაში თავდასხმელისა და მსხვერპლის გარდა, ჩართულია მესამე მხარეც. ის არის ინტერნეტით ხელმისაწვდომი რაიმე სერვისი, რომელსაც ბოროტად იყენებს თავდამსხმელი. ბოროტად გამოყენებას კი, უმეტეს შემთხვევაში, ხელს უწყობს სერვისის არასწორი კონფიგურაცია.

Drawing1დიაგრამაზე წარმოდგენილია “გაძლიერების” ეფექტის მუშაობის გამარტივებული სქემა. ზოგიერთი UDP-based პროტოკოლის (მაგალითად, DNS) შემთხვევაში, შესაძლებელია რომ სერვერს გავუგზავნოთ რაიმე რექვესტი, პირობითად 1 კილობაიტის ზომის, პასუხად კი 5 კილობაიტინი response მივიღოთ. თავდასხმელი პაკეტში ცვლის source IP-ს და წერს მსხვერპლის IP მისამართს (რომ პასუხი მსხვერპლთან გაიგზავნოს).

გერმანელმა მკვლევარმა კრისტიან როსოუმ გამოთვალა სხვადასხვა UDP-ზე დაფუძნებული პროტოკოლების გაძლიერების ფაქტორი (ანუ მოცემულ რექვესტზე რამდენჯერ დიდი პასუხი შეიძლება მოგვივიდეს). მთლიანი კვლევის წაკითხვა შეგიძლიათ აქ, ქვემოთ მოცემული ცხრილი კი გვიჩვენებს სხვადასხვა პროტოკოლების გაძლიერების ფაქტორებს. თუ თქვენი ორგანიზაცია რომელიმე მათგანს იყენებს, გადაამოწმეთ არის თუ არა სერვისი ინტერნეტიდან ხელმისაწვდომი, რეალურად არის თუ არა საჭირო რომ ინტერნეტიდან იყოს ხელმისაწვდომი და თუ აუცილებელია, მაშინ დაგუგლეთ უსაფრთხო კონფიგურაციის გაიდლაინები, თორემ შეიძლება რიამე DDoS-ის თანამონაწილე აღმოჩნდეთ და სხვადასხვა ბლექლისტებშიც ამოყოთ თავი 🙂

პროტოკოლი გაძლიერების ფაქტორი სისუსტის მქონე ბრძანება/რექვესტი
DNS 28-დან 54-მდე US-CERT: TA13-088A
NTP 556.9 US-CERT: TA14-013A
SNMPv2 6.3 GetBulk
NetBIOS 3.8 Name resolution
SSDP 30.8 SEARCH
CharGEN 358.8 Character generation
QOTD 140.3 Quote
BitTorrent 3.8 ფაილის ძებნა
Kad 16.3 Peer list exchange
Quake Network Protocol 63.9 Server info exchange
Steam Protocol 5.5 Server info exchange
Multicast DNS (mDNS) 2-დან 10-მდე Unicast query
RIPv1 131.24 სპეციალურად დაგენერირებული რექვესტი
Portmap (RPCbind) 7-დან 28-მდე სპეციალურად დაგენერირებული რექვესტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *