ონლაინ თავისუფლება მსოფლიოში 2011

არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House–მა გამოაქვეყნა ახალი კვლევა მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ. კვლევა ეყრდნობა 2010 წლის მონაცემებს და როგორც სათაურიდან მიხვდით, აანალიზებს მსოფლიოში ინტერნეტისა და ციფრული მედიის თავისუფლებას.

37 ქვეყნის ციფრული სივრცის გაანალიზების შემდეგ, Freedom House მივიდა დასკვნამდე, რომ კიბერსივრცეში თავისუფლება მცირდება. ინტერნეტი, რომელიც ათწლეულების მანძილზე თავისუფლებისა და რეალობისგან მოწყვეტის საშუალებად ითვლებოდა, კონტროლს ექვემდებარება. 2010 წელს ონლაინ–თავისუფლებისთვის მთავარი საფრთხეები კიბერშეტევები, პოლიტიკური ცენზურა და მთავრობის მიერ როგორც ხისტი (hardware), რბილი (software/content) ინფრასტრუქტურის კონტროლის მცდელობა იყო.

რაპორტის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ზოგადი სურათის გაუარესება ნახევრად თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებში კონტროლის გამკაცრებას უკავშირდება.

ინდექსირების კრიტერიუმებია:

  • ინტერნეტსა და ციფრულ მედიასთან წვდომის სიადვილე – ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური ბარიერების არსებობა; მთავრობის მცდელობა დაბლოკოს გარკვეული ტექნოლოგიები/აპლიკაციები; ინტერნეტ–ტექნოლოგიებისა და მობილური ოპერატორების სამარლებრივი და რეგულატორული კონტროლი. (შეფასების შკალა 0–25)
  • კონტენტთან დაკავშირებული შეზღუდვები – ვებ–საიტების ფილტრაცია და დახურვა; ცენზურის სხვა ფორმები თვით–ცენზურის ჩათვლით; კონტენტით მანიპულაცია; ციფრული მედიის მრავალფეროვნება; ციფრული მედიის როლი სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. (შეფასების შკალა 0–35)
  • მომხმარებელთა უფლებების დარღვევა – ონლაინ–აქტივიზმის სამართლებრივი შეზღუდვები; კიბერ0სივრცის დაზვერვა და მონიტორინგი; პირად ცხოვრებაში ჩარევა; რეაქცია ონლაინ–აქტივიზმზე, სამართლებრივი დევნის, დაპატიმრების, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ჩაგვრის სხვა ფორმების ჩათვლით. (შეფასების შკალა 0–40)

ინდექსი შეფასების შკალა 0–100 შორისაა. დაბალი ინდექსი მეტ თავისუფლებას აღნიშნავს.

პირველ ადგილზე გავიდა ევროპის IT ცენტრი – ესტონეთი, რომელმაც ჯამში 10 ქულა მიიღო (წვდომის სიადვილე – 2; კონტენტის შეზღუდვა – 2; უფლებების დარღვევა – 6).

საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რიგში მოხვდა 35 ქულით (12; 10; 13).

არათავისუფალი ქვეყნების სიას ტაილანდი ხსნის 61 ქულით (12; 23; 26) და ირანი ამთავრებს – 89 (21; 29; 39).

ქვეყნების სრული ჩამონათვალი

Freedom House–მა აგრეთვე გამოთვალა, რომელ ქვეყნებშია მოსალოდნელი სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუარესება 2011 წელს – იორდანია, რუსეთი, ტაილანდი, ვენესუელა, ზიმბაბვე.

2010 წლის ინტერნეტსა და ციფრული მედიის სფეროში შეინიშნებოდა შემდეგი ტენდენციები:

  • სოციალური ქსელების პოპულარიზაციას ზრდას დაუპირისპირდა ცენზურის გამკაცრება
  • გახშირდა ბლოგერებისა და ჩვეულებრივი (რომლებიც არ გამოირჩეოდნენ ონლაინ–აქტივიზმით) მომხმარებლების დაპატიმრება
  • პოლიტიკური რეჟიმების მოწინააღმდეგეთა მიმართ გახშირდა კიბერშეტევები
  • გაიზარდა პოლიტიკური ცენზურა და პოლიტიკური მოტივით კონტენტით მანიპულაცია
  • მთავრობები ცდილობენ ინტერნეტ ინფრასტრუქტურის ცენტრალიზაციას წვდომის შეზღუდვის მიზნით

სხვა დაკვირვებები:

  • ჩინეთს ინტერნეტ–კონტროლის ყველაზე რთული და მრავალფეროვანი სისტემა გააჩნია
  • 2009 წლის ზაფხულში საპრეზიდენტო არჩევნების მომდევნო ვნებათაღელვის შემდეგ, ირანმა პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ინტერნეტ–თავისუფლებას: მტავრობა სპეციალურად ანელებს ინტერნეტის სიჩქარეს, მათი ჰაკერები ანადგურებენ ადგილობრივ ბლოგებსა და არასასურველ ვებ–გვერდებს, აქტივისტების უმრავლესობა დააპატიმრეს, მინიმუმ ერთი მათგანი საპატიმროში გარდაიცვალა
  • პაკისტანში სპეციალური სამინისტროთაშორისი კომიტეტი შეიქმნა, რომელმაც ბუნდოვანი მიზეზებით საეჭვო საიტებთან წვდომა უნდა აკრძალოს
  • ამერიკა (რომელიც ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა) კიბერ–სივრცეშიც რჩება თავისუფალი სამყაროს ლიდერად, თუმცა მის ზოგიერთ რეგიონში არ არის დანერგილი უახლესი ინტერნეტ–ინფრასტრუქტურა. ამას გარდა, მთავრობა ფლობს უზარმაზარ რესურსებს ონლაინ–სივრცის დაზვერვისთვის, თუმცა არ არსებობს სანდო მონაცემები მათი ბოროტად გამოყენების შესახებ.

VirtualBox Guest Additions ჩაინსტალირება ვირტუალურ Fedora-სა და Ubuntu–ში

ვირტუალური ოპერაციული სისტემა მშვენიერი საშუალებაა ოპერაციული სისტემის, მისი კომპონენტების ან რაიმე პროგრამის დასატესტად. რომელიმე ოპერაციული სისტემის გასავირტუალურებლად ძირითადად Oracle–ს VirtualBox–ს იყენებენ. მისი მთავარი ღირსება გამოყენების სიმარტივეა და ამ სიმარტივის გათვალისწინებით მრავალფეროვანი ფუნქციები.

როდესაც ვირტუალბოქსში დავაინსტალირებთ ოპერაციულ სისტემას, ჩვენს შემთხვევაში ან Fedora 14-ს ან Ubuntu 10–ს – თავიდან ისინი არც თუ მიმზიდველად გამოიყურებიან ვირტუალურ გარემოში. ფანჯარა ძალიან მცირეა და კომპიუტერის მთელს ეკრანზე არ ვრცელდება, არსებობს გამოყენებადობასთან (usability) დაკავშირებული სხვა პრობლემებიც.

ამ საკითხების მოსაგვარებლად საჭიროა VirtualBox Guest Additions–ის ჩაინსტალირება ჩვენს ვირტუალურ ოპერაციულ სისტემებში.

გახსენით ვირტუალბოქსი და გაუშვით ვირტუალური ოპერაციული სისტემა. ახალ ფანჯარაში, ზემოთ (თუ full screen–ზე გყავთ გადაყვანილი, მაშინ ქვემოთ იქნება. შეიძლება ქვემოთ დამალულიც იყოს, ამიტომ კურსორი მიიყვანეთ მაუსის ქვემოთა კიდესთან) არის Devices მენიუ. ჩამოშალეთ და CD/DVD Devices–ზე გადადით. მანდ მონიშნეთ VBoxGuestAdditions.iso

ამის შემდეგ მივდივართ ვირტუალურ ოპერაციულ სისტემაში ვხსნით ტერმინალს (Ubuntu: Applications –> Accessories –> Terminal;  Fedora: Applications –> System Tools –> Terminal).

გადავდივართ root მომხმარებელზე (ანუ ადმინისტრატორზე) ბრძანებით  su –

ფედორაში ოპერაციული სისტემის ინსტალაციისას უნდა გქონდეთ მითითებული root პაროლი.

უბუნტუში ვიქცევით შემდეგნაირად: sudo -i

შეგვყავს ჩვენი მომხმარებლის პაროლი.

შეგვყვანს ბრძანება mount.

გამოჩენილ სიაში ვეძებთ სად არის დამაუნთებული ჩვენი VBoxAdditions დისკი, წესით უნდა იყოს /media დირექტორია.

გადავდივართ სწორედ ამ დირექტორიაში ბრძანებით cd   /media

ბრძანება ls

გამოჩნდება VBoxAdditions–ის დირექტორია. ჩვენ უნდა მოვხვდეთ ამ დირექტორიაში, ამისათვის ბრძანება cd <directory_name> არის საჭირო, ჩვენს შემთხვევაში cd VBOXADDITIONS_4.0.2_69518

როდესაც რაიმე გრძელი სახელი გაქვთ მისათითებელი ტერმინალში, მთლიანად ნუ შეეცდებით დაწერას. დაწერეთ პირველი ასო ან პირველი რამდენიმე ასო და დააჭირეთ Tab–ს. სიტყვის დაწერა თავისით დასრულდება.

ჩვენ უკვე საჭირო ფოლდერში ვართ. რჩება ერთ–ერთი ბოლო ეტაპი.

ფედორაში ვწერთ შემდეგ ბრძანებას: yum install VBoxLinuxAdditions.run

უბუნტუში ვწერთ შემდეგ ბრძანებას: sudo ./VBoxLinuxAdditions.run

პროცესის დასრულების შემდეგ გადატვირთეთ ვირტუალური ოპერაციული სისტემა.

ინსტალაციის პროცესი იწყება. საჭირო მომენტში ტერმინალი მოგთხოვთ, რომ საბოლოოდ დაადასტუროთ ინსტალაცია: y და Enter.

პროცესის დასრულების შემდეგ გადატვირთეთ ვირტუალური ოპერაციული სისტემა.

გადატვირთვის შემდეგ Ctrl + F–ით გადაუყვანეთ ვირტუალური ოპერაციული სისტემა full screen–ზე და ამის შემდეგ თქვენი უბუნტუ/ფედორა მთელს ეკრანზე იქნება გადაჭიმული.

Twitter/Facebook რევოლუცია

2009 წელს ირანში საპრეზიდენტო არჩევნებს საპროტესტო აქციები და არეულობა მოჰყვა. სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში ტვიტერმა საკუთარი როლი ითამაშა. აქციების მონაწილეები სწრაფად ავრცელებდნენ ინფორმაციას ტვიტერისა და სხვა სოციალური ქსელების მეშვეობით. ამან კარგად იმუშავა როგორც თავად საპროტესტო აქციებში მონაწილეთათვის, ისე უცხოური მედიისთვისაც, რომლებიც ოპერატიულ ინფორმაციას იღებდნენ რაიმე მოვლენის მოხდენიდან წამების შემდეგ.

ირანს მოჰყვა მოლდოვა, წელს კი ეგვიპტე და ტუნისი, რომლებიც უკვე შეირაცხა ტვიტერის რევოლუციად, ფეისბუქის რევოლუციად, სოციალური ქსელების რევოლუციად და ა.შ. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში დასაქმებულ ან მასთან კავშირის მქონე ადამიანებს ამ ახალი ფენომენის სახით საშუალება მიეცათ აკადემიური ჟურნალებისა თუ ყვითელი პრესის ფურცლები გაევსოთ.

არანაირი ტვიტერის/ფეისბუქის რევოლუცია არ არსებობს. რევოლუციებს ახდენენ ადამიანები. ტვიტერი, ფეისბუქი და ნებისმიერი სოციალური ქსელი არის ინფორმაციის გადაცემის საშუალება, რომელთა მაქსიმუმი არის რევოლუციის ან რაიმე მსგავსი მოვლენის ხელშეწყობა/დაჩქარება. ადამიანები ყოველთვის იყენებდნენ კომუნიკაციის საშუალებებს – დღესდღეობით ეს არის სოციალური ქსელები, სკაიპი და ა.შ.

ნუთუ ადრინდელი რევოლუციები საფოსტო მტრედებმა, ტელეგრაფებმა, კურიერებმა და დაშიფრულმა მიმოწერებმა მოახდინეს?

შესაძლოა ტერმინის (ტვიტერის/ფეისბუქის რევოლუცია) ავტორიც იგივე აზრის იყო. მაგრამ დღესდღეობით თუ სადმე ვინმე ტრანსფარანტით ხელში გამოვიდა, მაშინვე რევოლუციად ირაცხება. ამ შესახებ, ცხადია, ვიღაცა დატვიტავს და მერე კიდევ ვიღაცა გადატვიტავს და ეგეც თქვენი ტვიტერის რევოლუცია.

ასეთი ტერმინებით სარგებლობენ ჟურნალისტები, რომელთა უპირველეს მიზანს გაზეთების/პროგრამების გაყიდვა წარმოადგენს. აგრეთვე მკვლევარები/მოაზროვნეები, რომლებიც სოციალურ საკითხებს იკვლევენ და ახალ–ახალი ტერმინების გამოგონებით (არ აქვს მნიშვნელობა ეს ტერმინი ახალ მოვლენას ერქმევა თუ არა) საკუთარ აკადემიურ/ინტელექტუალურ არსებობას ამართლებენ.

AOL–მა Huffington Post იყიდა

ამერიკა ონლაინმა ჰაფინგტონ პოსტი 315 მილიონ დოლარად იყიდა. ამერიკა ონლაინი, როგორც სახელიდანვე მიხვდით, ამერიკული ონლაინ გიგანტია, თუმცა მის გიგანტობას საფრთხე Google–ს გამოჩენისა და გაძლიერების შემდეგ შეექმნა. ჰაფინგტონ პოსტი ამერიკული ნიუს საიტია, რომელსაც უამრავი ბლოგი აქვს. ჰაფინგტონ პოსტის ერთ–ერთი დამაარსებელი არიანა ჰაფინგტონი ამერიკა ონლაინის ედიტორიალების მენეჯმენტს ჩაიბარებს. ტრეიდის მიხედვით შეიძლება საინტერესო დასკვნების გაკეთება თანამედროვე ინტერნეტ ბაზარზე.

დღესდღეობით ინტერნეტ სივრცეში ყველაზე მომგებიანი ბიზნეს მოდელი რეკლამებს ეფუძნება. რეკლამის მოზიდვისთვის საჭიროა მაღალი დონის კონტენტი, ანუ ინფორმაცია საიტებზე. ინფორმაცია კი ძვირი ღირს. კომპანია Demand Media-მ გამოსავალი იპოვა. მათ შექმნეს მთელი რიგი საიტები (მაგალითად, eHow.com), სადაც იუზერებს შეეძლოთ საკუთარი ჩანაწერები გაეკეთებინათ აბსოლუტურად ყველაფერზე – ანუ ჰქონოდათ ბლოგები. უბრალო ბლოგ ჰოსტინგისგან დემანდ მედიას იდეას განასხვავებს: 1) შეიძლება ითქვას, ბლოგები იქმნება ინფორმაციის მოთხოვნის შესაბამისად; 2) ბლოგერებს გარანტირებული აქვთ ყურადღების გარკვეული მინიმუმი, ანუ მათ ჩანაწერებს ყველა ვარიანტში წაიკითხავს მომხმარებლების რაღაც რაოდენობა (იმიტომ რომ მთავარ საიტზე საძიებო სისტემებიდან ყოველთვის ხვდებიან გარკვეული რაოდენობის მომხმარებლები); 3) ჩანაწერების/ბლოგების პოპულარიზაციაზე ზრუნავს საიტი და არა კონკრეტულად ბლოგერი;

შედეგად დემანდ მედიამ მიიღო უზარმაზარი მრავალფეროვანი ინფორმაცია, რასაც მოჰყვა საძიებო სისტემებიდან (უპირველეს ყოვლისა Google–დან) მომხმარებელთა უზარმაზარი ტალღა. მომხმარებელთა უზარმაზარ ტალღისთვის შესაძლებელია რეკლამების დახვედრება, რაშიც მათი მომწოდებლები საკმაო ფულსაც გადაიხდიან.

ამერიკა ონლაინს ჰაფინგტონ პოსტი სწორედ კონტენტის გაფართოებისა და შექმნისთვის სჭირდება. ჰაფინგტონ პოსტს ჰყავს უამრავი ბლოგერი (მათ შორის მრავალი ცნობილი პოლიტიკური თუ შოუ–ბიზნეს პერსონა), რომლებიც ქმნიან სხვადასხვა სახისა (და ხარისხის) უზარმაზარ ინფორმაციას, რაც საძიებო სისტემებიდან მომხმარებლების მიზიდვის უპირველესი საშუალებაა.

თავისთავად ტრეიდი ჭკვიანურ და მომგებიან გათვლად მოჩანს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკა ონლაინი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა Google–ზე (რადგანაც ეს უკანასკნელი მსოფლიოს უდიდესი სძიებო სისტემაა, განსაკუთრებით პოპულარული კი ამერიკაშია). Google-ს საძიებო ალგორითმები დროთა განმავლობაში იცვლება, რამაც შესაძლოა ძიების დროს ამოგდებულ რეზულტატებში დემანდ მედიასა და მსგავსი საიტების კონტენტი ქვემოთ ჩააჩოჩოს. ცხადია, არ იგულისხმება, რომ Google საკუთარი ფინანსური გამორჩენის გამო ალგორითმებს შეცვლის (ეს კანონით დასჯადი ქმედებაა, ევროკავშირში კი უკვე დაიწყეს კონკრეტული შემთხვევების გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით Google-ს საწინააღმდეგოდ). უბრალოდ შესაძლებელია, რომ ინტერნეტ მარკეტინგის მოთხოვნები შეიცვალოს, დემანდ მედიას იდეას კი სხვა, ახალი ბიზნეს იდეა ჩაანაცვლებს.

f.lux – თუ კომპთან დიდხანს ატარებთ და თვალები გენანებათ

f.lux – საინტერესო პროგრამას წავაწყდი. მათთვისაა ვინც ბევრ დროს (თუმცა არ ვიცი კონკრეტულად რამდენია “ბევრი დრო”) ატარებს კომპთან. განსაკუთრებით თუ არასაკმარისი/ცუდი განათების პირობებში გიწევთ მუშაობა.

f.lux საშუალებას მოგცემთ დაარეგულიროთ თქვენი ეკრანის განათებულობა (ეკრანის Brightness-ზე არ არის საუბარი). პროგრამა განსაკუთრებით მოსახერხებელია იმათთვის, ვისაც ხშირად უწევს მგზავრობა და გარემო პირობების შეცვლა ლეპტოპთან ერთად. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პროგრამა მცირე ზომისაა და მნიშვნელოვან ოპერატიულ ან “მყარ” მეხსიერებას არ მოითხოვს.

პროგრამა უფასოა და შეგიძლიათ დაქაჩოთ აქედან: http://www.stereopsis.com/flux/

საინსტალაციო პაკეტის ჩამოქაჩვის შემდეგ, დააინსტალირეთ. პროგრამის გაშვების შემდეგ საჭიროა, პროგრამის დაყენება იმ ადგილისათვის, სადაც თქვენ იმ დროისათვს იმყოფებით – საუბარია ქალაქზე.

პროგრამა ყოველთვის მოთავსებული იქნება თასკბარში. ვხსნით პროგრამას და მივდივართ Change Settings. შემდეგ მოვნახავთ Set Your Location და ვაწკაპებთ Change. გამოვა ახალი პატარა ფანჯარა, სადაც ჩაწერეთ Tbilisi, Georgia და Locate. შესაძლოა პროგრამამ პირდაპირვე ვერ იპოვოს თქვენ მიერ მითითებული ადგილი და ბრაუზერის ახალ ფანჯარაში გაგიხსნით პატარა რუკას. ისევ ჩაწერეთ Tbilisi, Georgia და რუკის ქვემოთ ამოაგდებს კოორდინატებს, რომელიც დააკოპირეთ და ჩასვით უკვე ხსენებულ პატარა ფანქარაში და OK.

პროგრამა თავისით “მიხვდება” თქვენს ადგილას დღეა თუ ღამეა. დროის შესაბამისად თქვენი ეკრანის განათებულობა შეიცვლება. თუ ღამეა, კომპიუტერის ეკრანი ოდნაც გადაწითლდება, რაც თვალებისთვის უფრო მოსახერხებელია თუ გარშემო სიბნელეა (ამას გარდა სიბნელეში კაშკაშა ეკრანის ყურება უფრო ტვირთავს ტვინს, რის შემდეგაც რთულდება დაძინება). თუ ღამით თქვენ განათებულ ადგილას იმყოფებით, შეგიძლიათ გახსნათ პროგრამა და მონიშნოთ Disable for one hour და თქვენი ეკრანი მაშინვე დაუბრუნდება საწყის პოზიციას.

ეკრანის განათებულობის კონტროლს პროგრამა ავტომატურად ახორციელებს თქვენი ადგილმდებარეობის მიხედვით. შესაძლებელია ეკრანის განათებულობის ცვლა თქვენი სურვილის მიხედვითაც.

Tombstone – 7.4/10Wyatt Earp & Doc Holliday 

კურტ რასელი კარგია, მაგრამ

ვალ კილმერი ვესტერნებში სათამაშოდ არის დაბადებული – 10/10

 

თუ ლეპტოპი თავისით იღვიძებს. . . – Windows 7

ვინც იყენებს ლეპტოპს, მისთვის ბატარეის ენერგია ორმაგად ფასობს. ხანდახან Windows 7 –ს (Vista–საც) აქვს პრობლემა, როდესაც დაძინებული (Sleep/Hibernate) კომპიუტერი თავისით იღვიძებს (ინგლისური ტერმინი – wake up), ანუ ირთვება. გარდა იმისა, რომ არაკომფორტულია, ხანდახან შესაძლოა ძვირფასი ელექტროენერგია ტყუილუბრალოდ დაიხარჯოს და კომპიუტერის გარეშე დავრჩეთ.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ Windows 7–ს მრავალი სხვადასხვანაირი პრობლემა აქვს Sleep/Hibernate–თთან დაკავშირებით. ეს პოსტი ეხება ლეპტოპის დაუკითხავ გაღვიძებას და არა სხვა პრობლემას, მაგალითად გაღვიძების შემდეგ რაიმე შეცდომის გამოგდებას/შეფერხებას ოპერაციული სისტემის მუშაობაში.

ოპერაციული სისტემის გაღვიძების ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, უსადენო (wireless) ქსელის ადაპტერის ფუნქციები. ხანდახან ახალი ქსელის აღმოჩენის შემთხვევაში, ადაპტერი აღვიძებს კომპიუტერს და საჭიროა ეს ფუნქცია გამოვრთოთ. მივდივართ Run/Search-ში და ვწერთ Device Manager. ორჯერ ვაკლიკავთ მას, რის შემდეგაც იხსნება ახალი ფანჯარა. ამ ფანჯარაში ვპოულობთ Network adapters–ს და ვაკლიკავთ. მენიუ უნდა ჩამოიშალოს და უნდა გამოჩნდეს ორი ადაპტერი – უსადენო ქსელებისა და “სადენიანი” ქსელებისთვის. უსადენო ქსელების ადაპტერზე (რომლის სახელწოდებაშიც აუცილებლად იქნება ფრაზა Wireless Network Adapter) მარჯვენა კლიკი და Properties, რითაც კიდევ ერთი ფანჯარა გაიხსნება. ამ ახალ ფანჯარაში მივდივართ Power Management. აქ ვნახულობთ არის თუ არა ფუნქცია Allow this device to wake the computer მონიშნული. თუ მონიშნულია, უნდა მოვხსნათ მონიშვნა და შემდეგ OK.

უსადენო ქსელის ადაპტერის გარდა, ანალოგიური ფუნქცია გააჩნია მაუსსაც. Device Manager–ში მონახეთ Mice and other pointing devices და შესაბამის დევაისს მოუხსენით გაღვიძების ფუნქციაზე მონიშვნა.

თუ ამის შემდეგ პრობლემა კიდევ არსებობს, მაშინ ან თქვენ კომპში არსებობს კიდევ სხვა დივაისი (მაგალითად, კლავიატურა), რომელსაც ანალოგიური ფუნქცია აქვს ან პრობლემა ოპერაციული სისტემის/აპარატურის სხვა კომპონენტშია.

The Economist Printed Articles შეზღუდვის მოხსნა

გავლენიანი ბრიტანული ჟურნალი The Economist ალბათ ყველას გაგიგიათ.

ეკონომისტზე იდება როგორც სპეციალურად საიტისთვის დაწერილი მასალები, ისე სტატიები ჟურნალის ბეჭდური ვერსიიდან. ამ უკანასკნელთა ნახვა კი შეზღუდულია – კვირაში ბეჭდური ვერსიის მხოლოდ 5 სტატიის წაკითხვის საშუალება გაქვთ. თუ მეტი გინდათ, ფულის გადახდა მოგიწევთ.

თუმცა ამ პრობლემის მოგვარება უფრო მარტივად შეიძლება.

თუ ამოგეწურათ მარაგი, მაგრამ გსურთ მეტი სტატიის წაკითხვა, მაშინ ბრაუზერიდან დააკოპირეთ ლინკი სხვა ბრაუზერში, ეკონომისტის მხოლოდ ბრაუზერებში მოქმედებს. მაგრამ ბრაუზერიდან ბრაუზერში სირბილი არც თუ ისე სასიამოვნოა.

თუ ვხმარობთ Firefox-ს, მაშინ მივდივართ Tools –> Options. გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც მოვნახავთ Privacy-ს და გადავალთ. ვაჭერთ Remember history–ს და ვირჩევთ Use custom settings for history.

ფანჯარაში ახალი ინფორმაცია გამოჩნდება. ვაჭერთ Exceptions. გამოდის ახალი ფანჯარა. Address of web site ზოლში ვწერთ www.economist.com/ და ვაჭერთ Block. ვხურავთ ამ ფანჯარას, შემდეგ ფანჯარაზე OK  და მორჩა. დღეიდან თქვენი ფაერფოქსი აღარ მიიღებს სპეციალურ მცირე პროგრამებს (ე.წ. cookies) ეკონომისტის საიტიდან, შესაბამისად ეს უკანასკნელი ვერ შეძლებს გარკვევას რამდენი სტატია გაქვთ წაკითხული.

* ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამის შემდეგ თქვენ ვერ შეხვალთ საიტის სისტემაში (ანუ ვერ გააკეთებთ Log In–ს კომენტარის დასატოვებლად), რადგანაც სისტემაში შესვლისას საიტი იმახსოვრებს თქვენს მონაცემებს. ხსენებული ოპერაციების შემდეგ კი მას ამის საშუალება არ ექნება. თუმცა თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ საიტზე და სისტემაში შესასვლელად სხვა ბრაუზერი გამოიყენოთ.

როგორ ვუპასუხოთ უამრავ მეილს უფრო სწრაფად

გიწევთ მრავალ მეილზე ერთი და იგივე პასუხის გაგზავნა?

ალბათ დამღლელი პროცესია ტექსტის თავიდან წერა ან გაუთავაბელი “ქოფი–ფეისთი”.

თუ ვხმარობთ gmail–ს, მაშინ შეგვიძლია ეს პრობლემა მოვაგვაროთ.

შევდივართ gmail–ის ჩვენს ექაუნთში. მარჯვენა ზედა კუთხეში, ჩვენი ელფოსტის მისამართის გვერდით წერია Settings. ამის შემდეგ ღია ფორთოხლისფერ ზოლში ვეძებთ Labs-ს. ვაწკაპებთ და ვხედავთ, რომ მრავალი სხვადასხვა (ჯერჯერობით ექსპერიმენტული) ფუნქციები ანბანის მიხედვით არის დალაგებული. ვპოულობთ Canned responses, და მოვნიშნავთ – Enable. ჩამოვდივართ სულ ქვემოთ და ვაჭერთ Save Changes.

ვიწყებთ ახალი წერილის წერას. შევნიშნავთ, რომ წერილის Subject ზოლის ქვეშ გაჩნდა ახალი რამ, მაგრამ ჯერ არაფერს არ ვაკეთებთ!თავდაპირველად უნდა მოიფიქროთ თქვენი დეფოლტ მეილის ტექსტი და დაწეროთ, როგორც ჩვეულებრივ წერილს წერთ ხოლმე (ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი მეილის ხელმოწერა, რომელიც წერილს ავტომატურად ემატება – წაშალოთ. რადგანაც დასეივების დროს დეფოლტ წერილში ხელმოწერაც შეინახება და გაგზავნისას გამოვა, რომ წერილი ორი ხელმოწერით გააგზავნეთ).

ტექსტის გამზადების შემდეგ, ვაჭერთ Canned responses-ს და Save. გამოხტება ახალი ფანჯარა, სადაც ესკიზის სახელს მიუთითებთ.

ამის შემდეგ უკვე პირველივე რუტინულ მეილზე შეგიძლიათ შემდეგნაირად მოიქცეთ – აჭერთ Canned responses  და Insert ესკიზის სახელი.

დეფოლტ ტექსტი ჩაჯდება წერილში.

შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობის ტექსტები შექმნათ და შეინახოთ. ასეთ შემთხვევაში კი ყურადღება მიაქციეთ, შემთხვევით სხვა ტექსტი არ გაგეგზავნოთ. . .

როგორ ჩავსვათ სურათი წერილში – gmail

ამასწინათ დამჭირდა ელექტრონულ წერილში სურათის ჩასმა. ვინც gmail–ს იყენებთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ ეს არც მარჯვენა კლიკით კეთდება და არც უტილიტების პანელში გვაქვს შესაბამისი ხატულა.

შევდივართ gmail–ის ჩვენს ექაუნთში. მარჯვენა ზედა კუთხეში, ჩვენი ელფოსტის მისამართის გვერდით წერია Settings. ამის შემდეგ ღია ფორთოხლისფერ ზოლში ვეძებთ Labs-ს. ვაწკაპებთ და ვხედავთ, რომ მრავალი სხვადასხვა (ჯერჯერობით ექსპერიმენტული) ფუნქციები ანბანის მიხედვით არის დალაგებული. ვპოულობთ Inserting images, და მოვნიშნავთ – Enable.

ჩამოვდივართ სულ ქვემოთ და ვაჭერთ Save Changes.

ახალი წერილის წერისას უტილიტების პანელში გაჩნდება შესაბამისი ხატულა.

თავად სურათის ჩასმა არ უნდა გაგიჭირდეთ.

Firefox–ის მისამართის ზოლში საძიებო სისტემის შეცვლა

Firefox ვერსიებს, 3.0–დან მოყოლებული და სხვა ბრაუზერებსაც, აქვთ სასარგებლო ფუნქცია, მისამართის ზოლში (სადაც ვებგვერდის მისამართს ვწერთ), ჩავწეროთ სასურველი სიტყვა.  Enter–ის შემდეგ კი ბრაუზერი ან იმ საიტს გაგვიხსნის, რომელიც სიტყვას ემთხვევა (მაგალითად, ჩავწერეთ wikipedia – ბრაუზერი wikipedia.org–ს გახსნის).

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ავტომატური ძებნის ფუნქცია. თუ ბრაუზერი ვერ იპოვის საიტს, რომელიც თქვენს მიერ დაწერილ სიტყვას ემთხვევა, მაშინ მოძებნის სიტყვას ინტერნეტში. Firefox-ში ავტომატურად ჩაშენებულია google–ში ძიება.

რამდენიმე პროგრამის დაინსტალირებისას ეს შეიძლება შეიცვალოს და მისამართის ზოლში ყოვლად უვარგისი საძიებო სისტემა გაჩნდეს (ზოგიერთ ინტერნეტ პროვაიდერი თავიანთ უსარგებლო საძიებო სისტემებსაც “ტენის” მომხმარებელს).

ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი შევცვალოთ.

გახსენით Firefox.

მისამართის ზოლში ჩაწერეთ   about:config

Filter–ში ჩაწერეთ keyword.url

ორჯერ დააწკაპუნეთ. ახალ ფანჯარაში წაშალეთ რაც წერია და ჩააკოპირეთ ეს ლინკი: http://www.google.com/search?ie=UTF-8&oe=UTF-8&sourceid=navclient&gfns=1&q=

გამორთეთ Firefox.

ჩართეთ და ისევ ისარგებლეთ google საძიებო სისტემით.