როგორც გამოვაჩინოთ ვირუსისგან დამალული ფაილები “ფლეშკაზე”

ორიოდე დღის წინ, ერთ-ერთ უნივერსიტეტში, საჯაროდ ხელმისაწვდომ კომპიუტერში USB მეხსიერება მივაერთე და როგორც მოსალოდნელი იყო, დავირუსდა. მალვეარმა “ფლეშკაზე” არსებული ფაილები დამალა და გამოაჩინა ლინკი, რომელზე დაჭერითაც შეიძლებოდა ფაილებზე გადასვლა.

ვირუსის წაშლის შემდეგ ეს ლინკი გაქრა და ფაილების ინდექსი დაიკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაილები რეალურად USB მეხსიერებაზე იყო, თუმცა ოპერაციული სისტემა მათ ვერ ხედავდა. Folder Options-დან ვერც დამალული (hidden) ფაილების ჩვენების ჩართვამ უშველა.

საბოლოო ჯამში, ცოტაოდენი დაგუგლვის შემდეგ მოვახერხე ფაილების “დაბრუნება”:

მიაერთეთ USB მეხსიერება კომპიუტერში.

გახსენით cmd და გაუშვით შემდეგი ბრძანება:

attrib -h -r -s /s /d G:*.*

“G”-ს მაგივრად უნდა იყოს თქვენს კომპში “ფლეშკის” drive letter

ცოტაოდენ ხანში პროცესი უნდა დამთავრდეს და ფაილები ისევ ხილული  და ხელმისაწვდომი იქნება. თუ არ იმუშავა, cmd გაუშვით ადმინისტრატორის უფლებებით.

ბარემ აქვე ორი სიტყვით დავწერ attrib-ზე, რომელიც არის ფაილებსა და ფოლდერებზე ატრიბუტებით მანიპულირების პროგრამა ვინდოუსში და სასარგებლო თულია:

-h ფაილს/ფოლდერს მოუხსნის hidden ატრიბუტს (+h არის hidden ატრიბუტის გააქტიურება)

-r ფაილს/ფოლდერს მოუხსნის read-only ატრიბუტს (+r არის ატრიბუტის გააქტიურება)

-s ფაილს/ფოლდერს მოუხსნის system (სისტემური ფაილის აღმნიშვნელ) ატრიბუტს. აქაც +s არის ატრიბუტის ჩართვა.

/s უზრუნველყოფს, რომ attrib ბრძანება და მისი არგუმენტები გავრცელდეს ყველა შესაბამის ფაილზე

/d უზრუნველყოფს, რომ attrib ბრძანება და მისი არგუმენტები გავრცელდეს ყველა შესაბამის ფოლდერზე

ამას გარდა, attrib-ს აქვს კიდევ ერთი არგუმენტი:

-a ფაილს/ფოლდერს მოუხსნის archive ატრიბუტს (გააქტიურება არის +a)

უბრალოდ ფაილის ატრიბუტების საჩვენებლად:

attrib <filename>

ფაილის სახელი მიუთითეთ <> გარეშე.

კიდევ უფრო მეტი დეტალი იხილეთ მაიკროსოფტის technet რესურსზე.

პრობლემა NetBeans-ის გაშვებისას

Java Development Kit (JDK)–ს განახლების შემდეგ, ხანდახან NetBeans-ს პრობლემები ექმნება. როდესაც მის გაშვებას ვეცდებით, შეიძლება გამოვიდეს შემდეგი ფანჯარა (მსგავსი პრობლემა შეიძლება სხვა პროგრამებს სხვა გარემოებებში შეექმნათ; დააკვირდით ხოლმე რას გეუბნებათ Error–ის ფანჯარა):

No–ს შემთხვევაში ნეთბინსი საერთოდ არ გაეშვება, Yes–ის შემთხვევაში – კი, მაგრამ JDK–ს ძველ ვერსიას გამოიყენებს (გარდა ამისა, არც თუ ისე სასიამოვნოა, როდესაც IDE–ს ყოველი გაშვებისას ფანჯარა ვარდებოდეს).

ამ შემთხვევაში ნეთბინსი ვერ პოულობს (დააფდეითებულ) JDK–ს (Java–ში პროგრამების დასაწერად და გასაშვებად საჭირო ჩაშენებული უტილიტებისა და სხვადასხვა კომპონენტების ნაკრებს).

პრობლემის მოგვარება შეიძლება ნეთბინსის რეინსტალაციის გარეშე.

თუ ჩართულია, გამორთეთ ნეთბინსი.

უნდა მოვნახოთ, სად გვაქვს Java ჩაინსტალირებული. Java–ს ფოლდერში JDK–ს დირექტორიაც უნდა იყოს, მისივე ვერსიის სახელწოდებით.

ჩემს შემთხვევაში:

C:Program FilesJavajdk1.6.0_23

(დაკლიკეთ მისამართის ზოლზე) დააკოპირეთ თქვენი JDK ფოლდერის მისამართი.

შემდეგ მოვნახოთ ნეთბინსის ფოლდერი. ჩვეულებრივ, ის უნდა იყოს C დისკზე, Program Files დირექტორიაში.

შევდივართ ნეთბინსის ფოლდერში, შემდეგ გადავდივართ etc ფოლდერში, სადაც უნდა დაგვხვდეს რამდენიმე ფაილი.

უნდა გავხსნათ netbeans.conf ფაილი.

მარჯვენა კლიკი და Open / Open With

ახალ გამოსულ ფანჯარაში ავირჩიოთ სასურველი პროგრამა – MS Word ან Notepad (Notepad ++ თუ გვაქვს, უკეთესია).

მოვძებნოთ სად წერია

netbeans_jdkhome=”C:Program FilesJavajdk1.6.0_21″

ხელს არ ვახლებთ პირველ ნაწილს (= ნიშნის ჩათვლით, ბრჭყალამდე).

ბრჭყალებს შორის ჩააკოპირეთ თქვენი JDK ფოლდერის მისამართი (რაც დაკოპირებული გქონდათ).

გაუშვით ნეთბინსი. პრობლემა მოგვარებული უნდა იყოს – ნეთბინსი JDK–ს ბოლო ვერსიას უნდა ხედავდეს და ზედმეტი ფანჯრების გარეშე უნდა ეშვებოდეს.

განსხვავებული პირველი გვერდი – MS Word

თავფურცლისთვის გვერდის ნომრის მოშორება

Word–ში ალბათ ხშირად აგიწყვიათ ნაშრომი თავისი თავფურცლით. გვერდების დანომრვისას, სასურველია გვერდის ნომერი (ჩვეულებრივ, #1) თავფურცელს არ ეწეროს. ამის გაკეთება MS Word 2007-ში საკმაოდ ადვილია.

გვერდების დანომვრისთვის

Insert –> Page Number  –>  Bottom of the Page

დოკუმენტი გადანომრილია. თუმცა ჩვენ გვინდა თავფურცელს ნომერი არ ეწეროს.

ორჯერ ვაწკაპებთ გვერდის ნომერზე (ანუ რიცხვზე).

ზემოთ, Toolbar-ზე ახალი მენიუ უნდა გამოჩნდეს.

მონიშნეთ Different First Page

შემდეგ ვაჭერთ მარცხნივ წითელ ღილაკს Close Header and Footer

თქვენი ნაშრომის თავფურცელს გვერდის ნომერი არ აწერია.

Java PATH variable-ს დამატება Windows 7

Java-ში აპლიკაციების/პროგრამების დაწერისთვის/სავარჯიშოდ კომპიუტერში საჭიროა Java Development Kit (დეტალებს არ მოვყვები). თუმცა მისი მოქაჩვისა და დაინსტალირების შემდეგ, ის ხანდახან მაინც არ ყენდება.

გვაქვს თუ არა ფუნქციონირებადი JDK, შეგვიძლია შევამოწმოთ command prompt-დან ბრძანებით:

javac -version

პასუხად უნდა მივიღოთ დაახლოებით მსგავსი რამ:

javac 1.6.0_23

თუმცა ყოველთვის ასე არხდება და JDK-ს დაინსტალირების მიუხედავად, კომპისგან ვიღებთ შეტყობინებას, რომ javac ბრძანება ლეგიტიმური არ არის და ა.შ.

ხანდახან კომპზე, გარდა JDK-ს უბრალო ინსტალაციისა, საჭიროა ე.წ Java PATH variable-ს ჩამატება. ეს გულისხმობს საჭირო ადგილას მივუთითოთ ის ფოლდერი, რომელშიც განთავსებულია JDK (უფრო სწორედ JDK-ს ფოლდერში მოთავსებული bin ფოლდერი).

ამისათვის საჭიროა:

მარჯვენა კლიკი Computer-ზე –> Properties –> Advanced system settings

გამოდის ახალი ფანჯარა. მივდივართ Environment Variables

გამოდის კიდევ ერთი ახალი ფანჯარა. System variables-ს ნაწილში ვეძებ PATH ან Path ჩანაწერს.

თუ არის – Edit. . . (წესით უნდა იყოს)

  • თუ არ არის – New. . . (თუ Path არის და თქვენ მაინც ახალი ჩანაწერი გააკეთეთ, მაშინ ძველი წაიშლება)

არ წაშალოთ რაც Variable value-ში წერია!

  • თუ წაგეშალათ, ეს ჩაწერეთ C:Program Files;C:Winnt;C:WinntSystem32;

არსებულ ჩანაწერებს ბოლოში მიუწერეთ ; (უბრალოდ წერტილ-მძიმე) (ყოველი ცალკეული ჩანაწერი, ბოლოს გარდა, წერტილ-მძიმით უნდა დასრულდეს)

ამის შემდეგ წერთ იმ ფოლდერის მისამართს, სადაც JDK-ს გაქვს მოთავსებული. მისამართის უნდა იყოს სრული (უნდა დაიწყოთ დისკიდან C: D: E:)

დეტალები ამ მაგალითში ჩანს C:Program FilesJavajdk1.6.0_23bin

  • მნიშვნელობა აქვს დიდ და პატარა ასოებს. თუ ფოლდერს ორსიტყვიანი სახელი ჰქვია, მიუთითეთ როგორც არის (ე.ი. უნდა დატოვეთ ადგილი სიტყვებს შორის)

როგორც ზემოთ აღვნიშნე, უნდა მიუთითოთ თავად JDK-ს ფოლდერში მოთავსებული bin

ყველაფერზე მიეცით OK

გახსენით კომანდ ფრომთი თავიდან და ჩაწერეთ javac -version

javac 1.6.0_23

თუ ლეპტოპი თავისით იღვიძებს. . . – Windows 7

ვინც იყენებს ლეპტოპს, მისთვის ბატარეის ენერგია ორმაგად ფასობს. ხანდახან Windows 7 –ს (Vista–საც) აქვს პრობლემა, როდესაც დაძინებული (Sleep/Hibernate) კომპიუტერი თავისით იღვიძებს (ინგლისური ტერმინი – wake up), ანუ ირთვება. გარდა იმისა, რომ არაკომფორტულია, ხანდახან შესაძლოა ძვირფასი ელექტროენერგია ტყუილუბრალოდ დაიხარჯოს და კომპიუტერის გარეშე დავრჩეთ.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ Windows 7–ს მრავალი სხვადასხვანაირი პრობლემა აქვს Sleep/Hibernate–თთან დაკავშირებით. ეს პოსტი ეხება ლეპტოპის დაუკითხავ გაღვიძებას და არა სხვა პრობლემას, მაგალითად გაღვიძების შემდეგ რაიმე შეცდომის გამოგდებას/შეფერხებას ოპერაციული სისტემის მუშაობაში.

ოპერაციული სისტემის გაღვიძების ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, უსადენო (wireless) ქსელის ადაპტერის ფუნქციები. ხანდახან ახალი ქსელის აღმოჩენის შემთხვევაში, ადაპტერი აღვიძებს კომპიუტერს და საჭიროა ეს ფუნქცია გამოვრთოთ. მივდივართ Run/Search-ში და ვწერთ Device Manager. ორჯერ ვაკლიკავთ მას, რის შემდეგაც იხსნება ახალი ფანჯარა. ამ ფანჯარაში ვპოულობთ Network adapters–ს და ვაკლიკავთ. მენიუ უნდა ჩამოიშალოს და უნდა გამოჩნდეს ორი ადაპტერი – უსადენო ქსელებისა და “სადენიანი” ქსელებისთვის. უსადენო ქსელების ადაპტერზე (რომლის სახელწოდებაშიც აუცილებლად იქნება ფრაზა Wireless Network Adapter) მარჯვენა კლიკი და Properties, რითაც კიდევ ერთი ფანჯარა გაიხსნება. ამ ახალ ფანჯარაში მივდივართ Power Management. აქ ვნახულობთ არის თუ არა ფუნქცია Allow this device to wake the computer მონიშნული. თუ მონიშნულია, უნდა მოვხსნათ მონიშვნა და შემდეგ OK.

უსადენო ქსელის ადაპტერის გარდა, ანალოგიური ფუნქცია გააჩნია მაუსსაც. Device Manager–ში მონახეთ Mice and other pointing devices და შესაბამის დევაისს მოუხსენით გაღვიძების ფუნქციაზე მონიშვნა.

თუ ამის შემდეგ პრობლემა კიდევ არსებობს, მაშინ ან თქვენ კომპში არსებობს კიდევ სხვა დივაისი (მაგალითად, კლავიატურა), რომელსაც ანალოგიური ფუნქცია აქვს ან პრობლემა ოპერაციული სისტემის/აპარატურის სხვა კომპონენტშია.